ირაკლი კობახიძე: 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს

17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ  1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში.

„წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და შესაბამისად, ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები