ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში გამართულ გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, გარემოზე ზრუნვის კულტურისა და ბუნების დაცვის უნარების განვითარება.
ღონისძირბის ფარგლებში, სოფელ ბუღაშენის გზისპირა მონაკვეთზე დაირგო ნაძვის ხე-მცენარეები, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნაირი ირიციანი და ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

