ექთნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ექთნების პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, მათი ყოველდღიური შრომისა და თავდადების დაფასება და ჯანდაცვის სფეროში მათ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასმა.
ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიამ ექთნებს პროფესიული დღის აღსანიშნავად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

