გვსურს, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო, მოსაზრებების კარგი გაცვლა. მზად ვართ, გავაგრძელოთ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
„უახლოეს მომავალში მოლდოვაში ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები. გვსურს, შესაბამისი ფორმით მოვაწესრიგოთ ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი – ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე მგრძნობიარე საკითხი, მაგრამ მზად ვართ წინსვლისათვის“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

