ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კმ21-კმ28-ზე მდებარეობს და მდინარე სხალთისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება.
პროექტი გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ასფალტის საფარის დაგებას. ასევე, მოეწყობა გვერდულები, კიუვეტები, მიერთებები, საყრდენი კედელი, საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების მარეგულირებლები
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარით ფინანსდება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

