ახალქალაქში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად, მიმდინარე პროექტს გაეცნო.
კომპლექსის მშენებლობა მოსახლეობის, უმეტესწილად კი ახალგაზრდობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმა და ხორციელდება.
სპორტული კომპლექსი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ორ სპორტული დარბაზს, საშხაპეებს, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით. ასევე, კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტის ღირებულება 1 229 315 ლარს შეადგენს და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

