[ვიდეო] ირაკლი კობახიძე ერევანში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები