[ვიდეო] წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს

GUARDIANGE – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა, ერთმანეთის მონაცვლეობით, ქართველი პოეტების ლექსები წარმოთქვეს, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს – მაქსიმალურად გულწრფელად გამოხატეს თავიანთი ემოცია და დამოკიდებულება სახელმწიფო ენის, ქართული კულტურისა და ისტორიისადმი. ღონისძიების ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე იყო.

როგორც ქალბატონმა მაია შავაძემ ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის განუცხადა, დედაენის დღეს სკოლაში ყოველწლიურად აღნიშნავენ და სულ უფრო მზარდია მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა ამ დღისადმი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

„ყოველ წელს აღვნიშნავთ ამ დღეს სკოლაში, ეს მათთვის უცხო არ არის. იმდენად ჩართულები, იმდენად დაინტერესებულები არიან, რომ ერთი თვით ადრე მახსენებენ და მეკითხებიან – 14 აპრილისთვის არ ვემზადებითო?

„ძალიან უყვართ ქართული ცეკვები, რამდენიმე მოსწავლე ქართულ ცეკვებზე დადის მარნეულში და უნდათ, რომ სადმე გამოავლინონ მათი ნიჭი. რადგან გაზაფხულია – მოგეხსენებათ, 3 მარტს დედის დღე აღინიშნება – აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე დედაზეც გვაქვს ლექსები ჩართული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში

„ვფიქრობ, ეს არა მარტო დედაენის დღეა, არამედ, ჩვენი ისტორიის დღეც, საქართველოს სიყვარულის დღე. რადგან ჩვენი სკოლის ბავშვები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და საქართველო მათი სამშობლოცაა, ეს კარგად აქვთ გააზრებული და მათი გონება მხოლოდ ამ 14 აპრილის გარშემო კი არ ტრიალებს, არამედ მთლიანად საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის გარშემო.

„ჩვენი მოვალეობა მარტო ის კი არაა, რომ მხოლოდ ქართული ანბანი და წერა-კითხვა ვასწავლოთ მათ, არამედ ისიც, რომ შევაყვაროთ საქართველო, მისი ისტორია, კარგად ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათთვის. ჩვენ ვზრდით საქართველოს პატრიოტ და არა მხოლოდ ქართულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებს. შესაბამისად, ამ ღონისძიებაში გავაერთიანეთ დედის დღეც, დედაენის დღეც, საქართველოს ისტორია და ა.შ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში

„მადლიერებას გამოვხატავ სკოლის ადმინისტრაციის, უშუალოდ, დირექტორის, ბატონი ამაიაკ საიადიანის მიმართ, რომელიც ყველანაირად ხელს გვიწყობს ყველაფერში, ოღონდ რამე იდეა გვქონდეს კლასებში დამატებითი აქტივობების განსახორციელებლად. მე მეორე სკოლაშიც ვმუშაობ და მაქსიმლურად ვცდილობ არც ერთ სკოლას არ მოვაკლო დრო და ენერგია.

„ასევე, მადლობელი ვარ ბავშვების, რადგან თუ ისინი არ დაგეხმარნენ, ვერ გამოვა ღონისძიება ისეთი, როგორიც გინდა. ისინი თავად არიან დაინტერესებული, არ სჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, საკმაოდ დიდი ლექსები აქვთ ნასწავლი, თავად ითხოვენ მეტი დავალების მიცემას, მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული, რადგან მათაც სურთ, რომ თავიანთი შვილები მაქსიმალურად იყვნენ დატვირთული“, – განუცხადა მაია შავაძემ GUARDIANGE-ის ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მოსწავლეებთან ერთად

წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში მისი 10-წლიანი საქმიანობისა და სწავლების დონის არსებული სურათის შეფასების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, მაია შავაძემ თქვა, რომ ბოლო 10 წელიწადში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა და სადღეისოდ, ძირეულად განსხვავებული მდგომარეობაა სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით.

„უკვე დაახლოებით 10 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად. ვაკანსია გამოცხადდა, ახლომდებარე სკოლას ვეძებდი. რადგან აქვე, მიმდებარედ, აჭარლებით დასახლებულ სოფელ მარადისში ვცხოვრობ, სამუშაოც ახლოში მერჩია მეპოვნა. შეგვარჩიეს ორი კადრი, შემდეგ ის მასწავლებელი სხვაგან გადავიდა სამუშაოდ, მე კი დავრჩი და დღემდე აქ ვარ.

„მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად განსხვავდება 10 წლის წინანდელი ქართულის სწავლის დონე დღევანდელისაგან. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სახელმწიფომ დამატებითი საათები გამოყო ქართული ენისთვის. ადრე მხოლოდ 3 საათი იყო კვირაში, ახლა კი 5 საათია. მადლობელი ვართ ამ გადაწყვეტილებისთვის.

„მაშინ ასეთი აკადემიური მოსწრება არ იყო ქართულში. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ესენი არიან ერთ სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად სომეხი ბავშვები, რომელთაც იშვიათად აქვთ ქართველებთან ურთიერთობა. სხვაგან, სხვა მუნიციპალიტეტებში, არიან მაგალითად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მოსწავლეები, რომელთაც ახლო კონტაქტი აქვთ ქართველებთან, მეზობელი ჰყავთ ქართველი ან მიმდებარე სოფლებია ქართული. აქ კი, გარემო ძირითადად არაქართულენოვანია, სომხურენოვანი საჯარო სკოლაა და ყველა ძირითად საგანში გაკვეთილები სომხურ ენაზე ტარდება (ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენაა ბილინგვური სწავლების დანერგვა), ბავშვები, ბუნებრივია, ერთმანეთთან მათ მშობლიურ ენაზე, სომხურად საუბრობენ და რაც იციან ქართული, ყველაფერი ძირითადად 45-წუთიან გაკვეთილზე აქვთ ნასწავლი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი

„ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, მათი ქართული ენისადმი დამოკიდებულებით. ჩვენც ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ქართულის, როგორც მეორე ენის 4 მასწავლებელი ვართ ამ სკოლაში და ყველანი ბოლომდე ვიხარჯებით.

„როგორც ახალი ენის სწავლას ახასიათებს, საუბარი უფრო პრობლემურია, უჭირთ – ზოგს კომპლექსის, ზოგს ლექსიკის მარაგის სიმცირის გამო. წერა-კითხვა არ უძნელდებათ, მაგრამ საუბარი მაინც უფრო პრობლემურია, შეიძლება უკეთესად ესმოდეთ, ვიდრე მეტყველებდნენ. ესეც ბუნებრივია, მეტყველება უფრო უჭირთ, მაგრამ მაინც ახერხებენ.

„არიან კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, როგორც ყველგან და არიან შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვები. მოკლედ, ზოგთან იდეალური შედეგი გვაქვს – მათთან, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, მოწადინებულია, თან მშობლების ყურადღებაც არ აკლია. ბავშვს ემჩნევა ეს, თუ რამდენად აქცევენ სახლში ყურადღებას, რამდენად არიან დაინტერესებული სახელმწიფო ენის შესწავლით.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

„ზოგადად, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს მათი სახელმწიფო ენაა, საქართველოს მოქალაქეები არიან, აქ დაიბადნენ, აქ აპირებენ ცხოვრებას და მაქსიმალურად ვცდილობთ გააზრებულად მოეკიდონ ამას, ზერელად არ შეხედონ აღნიშნულ საკითხს, რამეთუ ყველგან – ქუჩაში, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში – ქართული ენის ცოდნა სჭირდებათ, რომ იყვნენ უფრო მეტად ინტეგრირებული ამ სახელმწიფოში“, – განაცხადა მაია შავაძემ.

მისივე თქმით, დღეს უკვე წითელსოფელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა 80% საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძობს სწავლას და სტუდენტები ხშირად, სახელმწიფო დაფინანსებას და სტიპენდიას იღებენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი

„სხვათაშორის, ძალიან ბევრ წარმატებულ მოსწავლეს აქვს ეს სკოლა დამთავრებული, რომლებიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ სხვადასხვა ფაკულტეტზე, მათ შორის სამედიცინოზე, სახელმწიფო დაფინანსებით და სტიპენდიასაც იღებენ. მსიამოვნებს, როდესაც მათი ქართული ენის დონეს პროფესორები აფასებენ და კითხულობენ, თუ ვინ იყო მათი ქართულის მასწავლებელი.

არაერთი წარმატებული სდუდენტი გვყავს. თუ 10 წლის წინანდელ პერიოდს ავიღებთ, სხვაობას იმ კუთხითაც დავინახავთ, რომ ბოლო პერიოდში სწავლა უფრო დაფასდა და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ თუ ადრე კლასში მაგალითად, 15 მოსწავლიდან მხოლოდ 5 მიდიოდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, დანარჩენი კი, ან კოლეჯში ან საერთოდ არ მიდიოდა არსად, ახლა 15 მოსწავლისგან შემდგარი კლასიდან 13 მაინც ირჩევს უნივერსიტეტს, რადგან კარგად გაიაზრეს, რომ სწავლა ძალზე მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის“, – განაცხადა მაია შავაძემ.

სახელმწიფო ენის სწავლების დონის შეფასებისას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა ამაიაკ საიადიანმა GUARDIANGE-ის უთხრა, რომ მისი საგანმანათლებლო სივრცეში ხანგრძლივი მოღვაწეობიდან მოყოლებული, სახელმწიფო ენის სწავლებისა და არსებული შედეგების მხრივ, სკოლაში დღეს საუკეთესო მდგომარეობაა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ საიადიან

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ენის სწავლების დონის ამაღლება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. პირველი, და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დადგა იმის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ამ ქვეყნის სახელმწიფო ენა, თუ უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს თავის არჩეულ გზაზე.

„ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატული და ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადეობის თითოეულმა წარმომადგენელმა, განსაკუთრებით, მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს ქართული ენა.

„გარდა იმისა, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 5 საათი ეთმობა სახელმწიფო ენას, უმაღლეს სასწავლებლებშიც დამატებით 1 წელი ასწავლიან სტუდენტებს „4+1“ პროგრამის ფარგლებში და ეს უკვე დიდ გარდატეხას ახდენს ახალგაზრდებში, რადგან, გარდა იმისა, რომ 1 წელი დამატებით სწავლობენ სახელმწიფო ენას, ქართულენოვან გარემოში მოხვედრა, ბუნებრივია, მათ სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის სახელმწიფო ენის უკეთესად ათვისების მხრივ.

მეორე ფაქტორი, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაღალკვალიფიციური კადრების ყოლაა და ჩვენი სკოლა ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა. ქართულის როგორც მეორე ენის ოთხი მაღალი დონის მასწავლებელი გვყავს. ესენი არიან: ნაზი საგინაძე, ირმა პეტრიაშვილი, ციცინო ზოიძე და მაია შავაძე. სწორედ მათი დიდი დამსახურებით, მოსწავლეები ძალიან კარგ შედეგებზე გადიან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ საიადიან

თუ შეიძლება ითქვას, მესამე ფაქტორი არის ის, რომ თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებშიც გაჩნდა მეტი სურვილი იმ ქვეყნის სახელმწიფო ენის შესწავლისა, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესი მაქსიმალურად არის მხარდაჭერილი. სწორედ, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს იმ დადებით დინამიკას და სურათს, რაც დღეს ამ მიმართულებით გვაქვს.

„ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი რეალობა, რომ ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ერთი ჭირი და ლხინი გვაქვს, ერთი მიზანი გვამოძრავებს – განვავითაროთ ეს ქვეყანა, აღვზარდოთ ამ ქვეყნის პატრიოტი, შეგნებული და პატიოსანი მოქალაქეები. პირადად მე, ათწლეულებია ამ მიზანს ვემსახურები, ჩემს კოლეგებთან ერთად, და ვფიქრობ, რაღაც გამოგვდის“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ამაიაკ საიადიანმა.

დაბლა იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა – დედაენის დღე წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში 2026 წლის 14 აპრილი

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ი ფოტომასალა, 2026 წლის 14 აპრილი

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: დედაენის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის სომხურენოვან საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელსოფელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელსოფელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელსოფელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელსოფელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელსოფელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ საიადიან

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები