აშშ-ის საელჩო: 34 წლის წინ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა

ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა, ხოლო ეს ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მომდევნო ეტაპი იყო.

ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავდა აშშ-ის საელჩოს გახსნას თბილისში რაც შეიძლება მალე და საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები