„რა ზიანი მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნისთვის და ქვეყნის ინტერესების ღალატის რა მასშტაბთან გვაქვს საქმე, ნათლად ჩანს იმ გეოპოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.
რუსეთის რევიზიონისტული ამბიციების ფონზე ევროკავშირის გაფართოების პროცესი ახალ იმპულსს იღებს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის კანდიდატი ქვეყნებისთვის. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „შესაძლებლობის ფანჯარა“.
შევხედოთ სხვა ქვეყნების პროგრესს:
მონტენეგრო (ლიდერი): მოლაპარაკებები 2026 წლისთვის დასრულდება, წევრობა შესაძლოა 2028 წელს. ეკონომიკური ზრდის გეგმა აქტიურია, ერთიანი გადახდის სისტემაში (SEPA), როუმინგის ინტეგრაცია მიმდინარეობს.
ალბანეთი: მოლაპარაკებები 2027 წლისთვის დასრულდება. ეკონომიკურ ზრდის გეგმაში გადაჭარბებული შესრულება, SEPA-ში შესულია, როუმინგი 2026 წლიდან, ენერგეტიკული და ინდუსტრიული ბაზრის წვდომა.
უკრაინა: სკრინინგი რეკორდულ დროში დასრულდა, კლასტერები შესაძლოა მალე გაიხსნას ეუ-საბჭოს ბლოკირების (უნგრეთი) მიუხედავად. უკრაინის ეკონომიკური ზრდის გეგმის ანალოგი ეკონომიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. SEPA მიმდინარეობს, როუმინგი 2026 წლის იანვრიდან, ინდუსტრიული საქონლის ბაზარი 2026 წლის გაზაფხულზე.
მოლდოვა: სკრინინგი დასრულებული, კლასტერები მალე გაიხსნება. ეკონომიკური ზრდის გეგმა (18.9 მლნ ევრო) დამტკიცდა 2025 წლის სექტემბერში. SEPA-ში შესულია 2025 წლის 6 ოქტომბერიდან. როუმინგი გაიხსნება 2026 წლის იანვრიდან. ენერგეტიკული ბაზარის ინტეგრაცია 2027 წლის აპრილამდე დასრულდება, ინდუსტრიული საქონლის ბაზარი 2026 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირის სააგენტოებსა და ფონდებზე წვდომა მალე ექნება.
ჩრდილოეთ მაკედონია: ეკონომიკური ზრდის გეგმა აქტიურია, SEPA-ში შესულია 2025 წლის 6 ოქტომბერიდან, როუმინგი მიმდინარეობს, მაგრამ პირველი კლასტერი ჯერ არ გახსნილა პოლიტიკური დავების გამო.
ბოსნია და ჰერცეგოვინა: ეკონომიკური ზრდის გეგმის დამტკიცებას ელოდება, მოლაპარაკებების ჩარჩო არ არსებობს, რეფორმები ნელია.
სერბეთი: დემოკრატიული უკუსვლა, პროტესტები წელიწადზე მეტია, საგარეო პოლიტიკის თანხვედრა არ აქვს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. მოლაპარაკებები გაჩერებული.
კოსოვო: პოტენციური კანდიდატი, ეკონომიკური ზრდის გეგმა მოქმედებს, მაგრამ ფინანსური შეთანხმებას რატიფიცირება ჭირდება.
თურქეთი: კანდიდატი 1999 წლიდან, პროცესი გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო.
საქართველოსთვის კი 2025 წლის გაფართოების პაკეტი (Enlargement Package), რომელიც ევროკომისიამ 30 ოქტომბერს წარადგინა და 4 ნოემბერს საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) განიხილება, მძიმე იქნება.
ავტორიტარული ტენდენციების და ანტიევროპული პოლიტიკის გამო ევროინტეგრაცია გაყინულია. ეკონომიკური ზრდის გეგმა და მილიარდობით ინვესტიციები, SEPA, როუმინგი და სხვა ხელშესახები სარგებელი ყველა მოქალაქისთვის გვერდზე გვრჩება, რაც ნიშნავს დასავლეთისგან სრულ იზოლაციას და რუსეთისკენ სვლას“,- წერს საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში.

