მაკა ბოჭორიშვილი სამარყანდში, იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ სამარყანდში, იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და იუნესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ქართული პავილიონი. ექსპოზიცია მიეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას – ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

სამარყანდის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის, „ბასიანის“ კონცერტი. სამარყანდში დაგეგმილ ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართავს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები