რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„იციან, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მათ სანაპიროსთან ახლოს. ვგულისხმობ იმას, რომ მას არ სჭირდება 8 000 მილის გავლა და ამიტომ ისინი ჩვენთან არ თამაშობენ, ჩვენც არ ვთამაშობთ მათთან. რაკეტებს ჩვენც მუდმივად ვცდით, მაგრამ არ მგონია, ამის თქმა პუტინისთვისაც მიზანშეწონილი იყოს. მან ომი უნდა დაასრულოს – ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მეოთხე წელია, მიმდინარეობს. სწორედ ამას უნდა მიხედოს პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა დამატებითი სანქციების დაწესება, ტრამპმა უპასუხა: „ამას გაიგებთ“.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოცადა რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს.

