ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ახალი ტარიფები 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.
კერძოდ, თბილისში რეგისტრირებულ აბონენტებს, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან 1 კილოვატში 20,041 თეთრის გადახდა მოუწევთ.
რას შეადგენდა სამომხმარებლო ტარიფები 1-ელ აპრილამდე?
„თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი;
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი;
301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრი;
რეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი;
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი;
31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრი;

