ახალქალაქში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებას საპატიო ჟიურისთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, დედაქალაქიდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან.

გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები, ქამრები და მედლები გადაეცათ.

სპორტულ ღონისძიებას, ორი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის დირექტორი ლაშა ჭურაძე.

საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სახელით, ფედერაციის დირექტორმა ლაშა ჭურაძემ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, აქტიური თანამშრომლობისთვის სპეციალური პრიზი გადასცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტული მიმართულებაა და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები