Sunday, November 24, 2024
13.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი: ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღესდღეობით ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ. ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები – ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები; ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, მხარს გვიჭერდნენ – ეს არის გამოხატულება ამ ძალადობის. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, არ აჰყვება პროვოკაციებს, არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ არ დანებდება, ბოლომდე მივა და მიჰყვება ევროპულ გზას თავისუფალ არჩევნებამდე“, – თქვა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები