Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

მარნეულის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი: გაზრდილი ხელფასი უფრო მეტ მოტივაციას შესძენს მასწავლებლებს

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების შესახებ ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოცხადებას, რაც სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებისთვის 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ხელფასების 500-600-700-800 ლარით მატებას ითვალისწინებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი

„ახლოლალოს საბაზო სკოლაში დასქმებული 18 პედაგოგიდან სრულ განაკვეთზე, ანუ ვისაც 18 და მეტი საათი აქვს, ხუთი მასწავლებელი მუშაობს, მათგან ერთი ქართულის როგორც მეორე ენის პედაგოგია, დანარჩენი ოთხი კი დაწყებითების მასწავლებლები არიან“, – აღნიშნა მაჰარამ ხალილოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი

GUARDIANGE-ის შეკითხავზე, 2024-2025 სასწავლო წლის საათობრივი ბადის გადანაწილებისას ხომ არ შეიქმნება უკმაყოფილება იმ მხრივ, რომ შესაძლოა, მეტმა პედაგოგმა მოისურვოს 18 და მეტი საათის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ხელფასი მიიღოს – ხალილოვმა უპასუხა, რომ ასეთი მოლოდინი არ აქვს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი

„29 წელია დირექტორი ვარ და ჩვენს სკოლაში საათების განაწილების მხრივ პრობლემები დღემდე არ გვქონია, რადგან ყოველთვის სამართლიანად ვცდილობდით საათების განაწილებას. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემის წინაშე დავდგებით. როგორც ითქვა, სრულ განაკვეთზე მყოფი პედაგოგები 500 ლარს და მეტსაც მიიღებენ, მაგრამ ხელფასის მატების გარეშე არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება, იმის მიუხედავად, თუ რა სტატუსი აქვს მას ან საერთოდ, აქვს თუ არა სტატუსი. როგორც გითხარით, ჯერჯერობით მხოლოდ 4 უფროსი მასწავლებელი გვყავს, დანარჩენები ე.წ. პრაქტიკოსები არიან ისევ, მაგრამ ხელფასების მატება მათაც შეეხებათ. ვფიქრობ, უკმაყოფილო არავინ დარჩება. პრაქტიკოსებს, მოგეხსენებათ, არაქართულენოვან სკოლებში 2026 წლამდე აქვთ მუშაობის უფლება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი (ხელმარცხნივ) და ამავე სკოლის ბუღალტერი იასიმ იმანოვი (ხელმარჯვნივ)

„მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს პედაგოგების შრომის უფრო მეტად დაფასებისთვის. ბუნებრივია, გაზრდილი ხელფასი უფრო მეტ მოტივაციას შესძენს მასწავლებლებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი

„ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს სამინისტროს იმისათვის, რომ წელს 6 ტონა შეშის შესაძენად 10 000 ლარი ჩაგვირიცხა და ძალიან დაგვეხმარა. საკმაოდ გაძვირებულია შეშა და მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტით ვერ გავწვდებოდით ამას“,- აღნიშნა მაჰარამ ხალილოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის ბუღალტერი იასიმ იმანოვი

სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლაში დასაქმებული 18 პედაგოგიდან, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, უფროსი მასწავლებლის სტატუსი ორით მეტს აქვს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი

მისი ინფორმაციით, ამჟამად სკოლაში 4 უფროსი მასწავლებელია, 5-6 პედაგოგი კი უფროსის სტატუსს გრძელვადიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებს, მოსწავლეთა რაოდენობა კი 142-ს შეადგენს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი

„სკოლა საბაზოა, 9 კლასის ჩათვლით გვყავს ბავშვები, შემდეგ კი მეზობელ სოფელში, დამია გეორარხში განაგრძობენ სწავლას. ამ სასწავლო წელსაც მატებაა 2 მოსწავლით და ამჟამად ახლოლალოს საჯარო სკოლაში 142 მოსწავლე ირიცხება. მინდა ვთქვა, რომ ახლოლალოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მომავალი თაობის წარმომადგენლებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, ამავე დროს, კარგად შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა“, – უთხრა GUARDIANGE-ის მაჰარამ ხალილოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ახლოლალოს და დამია გეორარხის საჯარო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ელზა ლურსმანაშვილი გაკვეთილის ჩატარების პროცესში ახლოლალოს სკოლაში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლაში

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები