რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი წარმომადგენლისა და სარწმუნოების ურყევი აღმსარებლის, გარდაცვალების შესახებ, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელების, ასევე განახლების პერიოდებში.
რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა.
ამავდროულად, ვლოცულობთ უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც არის „აღდგომა და სიცოცხლე“ ( იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულმა განისვენოს თავისი საყვარელი წმინდანების სავანეში, სადაც არ არს ტკივილი, არც მწუხარება, არც კვნესა, არამედ საუკუნო სიცოცხლე.
მარადიული იყოს მისი ხსოვნა თაობიდან თაობამდე!“ – ნათქვამია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, დანიელის სამძიმრის წერილში

