სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: ილია II-ის მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის წერილში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები