საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე და სხვა სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე და სხვა სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები