მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში

მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია, სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო“, – განავცადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დღეს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო ილია მეორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება.

„სამწუხაროდ პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია საბოლოო ჯამში აი ეს დიდი ტრაგედია… თავდაპირველად, მოგეხსენებათ, რომ დაიწყო ყველაფერი კუჭის წყლულით, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ, როდესაც ჩატარდა შესაბამისი მანიპულაციები ამას მოჰყვა პოლიორგანული უკმარისობა, ეს გამოიხატა ფილტვების, ეს გამოიხატება თირკმელების, ეს გამოიხატება გულის უკმარისობაში, ეს არის მდგომარეობა, რის გამოც მაგალითად წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს, უცბად, მოულოდნელად, თუმცა მოსალოდნელად იმავდროულად იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს ასეთი არასტაბილურობის პირობებში შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები. მე ეს არ მითქვამს საჯაროდ იმ წუთას, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ. ნამდვილად არ მინდოდა იმედი წამერთმია. მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია, სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები