Tuesday, February 25, 2025
2.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: საშუალო დონის კომედიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს. რეიგანიც საშუალოზე დაბალი დონის „კომედიანტი“ იყო, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ბოროტების იმპერიის“ დაშლაში

„ზელენსკიმ შესთავაზა ტრამპს იშვიათი მინერალების ერთობლივი მოპოვება. ტრამპმა გაუგზავნა ფინანსთა მინისტრის ხელით ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ იშვიათი მინერალების, არამედ მთელი ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, გაზი და ა. შ.) მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების ნახევარს. ეს კიდევ არაფერი – უკრაინის ინფრასტრუქტურისა და პორტების კონტროლს და იქიდან  მისაღებ შემოსავლებს მანამ, სანამ ეს შემოსავლები არ მიაღწევდა 500 მილიარდ დოლარს. ფაქტობრივად, უკრაინელების რამდენიმე თაობას ხარკი უნდა ეხადა ამერიკისათვის.

რეალური დახმარება, რომელიც უკრაინამ მიიღო ამერიკიდან ომის ამ სამი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს, როგორც იარაღის, ასევე საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. ეს იყო გრანტი. ტრამპის ადმინისტრაციას უნდა, რომ აღნიშნული საჩუქარი ეღიარებინა უკრაინას ვალად, თანაც სამნახევარჯერ მეტად, 350 მილიარდი დოლარის ოდენობით.

როგორც ამბობენ, ზელენსკიმ ამერიკის ფინანსთა მინისტრს თავზე დაახურა და ხელცარიელი გაისტუმრა უკან. თუ რა მოჰყვა ამას ტრამპის მხრიდან, კარგად ვიცით.

რა მოხდება ომის შემდეგ, არავინ იცის. ომში გამარჯვებული ჩერჩილი არ აირჩიეს ბრიტანელებმა. მთავარია ომი შეწყდეს, ზელენსკის კი ისტორია მიუჩენს  საუკეთესო ადგილს მის ფურცლებზე. ზოგი დასავლელი პოლიტიკოსი უკვე დღესვე აღიარებს მას ჩერჩილის დონის ფიგურად.

საშუალო დონის კომედიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს. რეიგანიც საშუალოზე დაბალი დონის „კომედიანტი“ იყო, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ბოროტების იმპერიის“ დაშლაში“, – წერს პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები