Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რეაგირებას იურიდიული კომიტეტისაგან ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „საქართველოს სიკეთის,  სიმართლისა და ერთიანობის კავშირმა“ და „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინეს და იურიდიული კომიტეტისაგან პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ რეაგირება მოითხოვეს.

„2024 წლის 6 ივნისს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „საქართველოს სიკეთის,  სიმართლისა და ერთიანობის კავშირმა“, „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და  მასთან არსებულმა ტელეკომპანია PKTV-იმ წარვადგინეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც  (მისი მიღების, დამტკიცების შემთხვევაში) არსებითად იცვლება როგორც მთელი კანონი  ისე მისი დასათაურება.  ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტის დასათაურებაა „უცხოური უარყოფითი ან/და დადებითი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა 2024-წლის 10 ივნისს განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიურომ და მიიღო გადაწყვეტილება (#361/18) მისი განხილვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის დავალების შესახებ, რასაც მივესალმებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთივე კონსტრუქციული იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური უარყოფითი ან/და დადებითი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბევრად უფრო ყოვლისმომცველია,  საფუძვლიანია სამართლებრივად, ვიდრე 2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული,  დამტკიცებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით და წუხილს გამოხატავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტს დღემდე არ დაუწყია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები