ქვემო ფონიჭალაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოში 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი კლინიკებში რჩება, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები