მიხეილ სააკაშვილი: მე მზად ვარ სრულიად ახალი ახალგაზრდული გუნდით ეს ქვეყანა უსწრაფესად წამოვაყენო ფეხზე და თანამედროვე ტემპების გათვალისწინებით 5-6 წელიწადში ვაქციოთ კავკასიის შვეიცარიად და ახალ სინგაპურად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასამართლოზე 2026 წლის 12 ოქტომბერს

„როგორც აკაკი წერეთელმა თქვა – „ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე“.

როგორც იქნა, საქართველოში დადგა დრო მაგარი ამბების გახეთქვის და სიმართლის გარკვევის, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ პროცესთან დაკავშირებით. ამ დღეებში სკანდალური ამბავი გასკდა. ზუსტად დადგინდა, თუ რა თანხა დაუჯდა ჩვენს ხალხს ყოფილი პრემიერის, ნოღაიდელის მიერ მიცემული ჩვენება და ამ ამბის გარკვევაში დაგვეხმარა კონკრეტულად ოლიგარქის მთავარი შნირი კობახიძე. თურმე, 10 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ნოღაიდელმა მისცა ჩვენება ჩემს საკითხზე პროკურატურას, იქიდან 5 დღეში ის ჩასვეს აზერბაიჯანიდან დენის შემოტანის წილში და ასე აკეთებდა 10 წელი მრავალ მილიონს, სანამ ამ ზაფხულს უკვე საბოლოო ჩვენება მისცა ამ დარბაზში, რის შემდეგაც ერთ კვირაში ის ამოაგდეს წილიდან, ჩახსნეს, ვინაიდან უკვე აღარ იყო საჭირო. გამოიყენეს და გადააგდეს, ასე იცის ჯაყომა. ისე, ჯაყოია, ჩემთვის რომ მოგეცათ ამ ფულის ნახევარი, კარგ საქმესაც მოვახმარდი და თქვენთვის სასურველ ჩვენებას მე მოგცემდით. აქამდე გვექნებოდა თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან და ვერავინ დაგვაშანტაჟებდა.

დღეს მინდა საბოლოოდ გაგიხსნათ საქართველოს ჩაბარების უნიათო დიქტატორის გეგმა და გითხრათ, რას გთავაზობთ მე საქართველოს გადარჩენისთვის, განჩმორებისთვის და ხელახლა დაწინაურებისთვის. რაც შეეხება ახლა ჭორვილას გეგმას, ახლა რუსები აწვებიან, რომ დააჩქაროს ამ გეგმის შესრულება. მანამდე კი მინდა ვკითხო ხალხს: ბოლო 14 წელში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა რამდენიმეჯერ? ცხოვრობთ თუ არა 2012 წელთან შედარებით რამდენჯერმე უკეთესად? და თუ პასუხი ნეგატიურია, ე. ი. მთელმა ამ შემოსულმა ფულმა აუარა გვერდი თქვენს ჯიბეებს და წავიდა ივანიშვილთან, კალაძესთან, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან, ჩხარტიშვილთან, გილაურებთან, პაპაშვილთან, ფხაკაძეებთან, ნოღაიდელთან და ბანდის სხვა წევრებთან, რომელთაც უკვე გადააქციეს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად, ხოლო რუსს აქვს ეს თვისება, ის ყოველთვის არათანაბრად ნაწილდება.

ჩვენთან შენდება ახალი ქალაქები, მაგრამ ისინი არ არიან ქართველებისთვის, არამედ არაბებისთვის და თურქებისთვის!

სოციალურად საქართველო სწრაფად მიდის ზანზიბარად გადაქცევის გზით. საქმე იმაშია, რომ აქ ჩამოსვლის წინ ტანზანიის პრეზიდენტმა მიმიწვია, რათა მისი მთავრობის წევრებისთვის წამეკითხა ლექცია რეფორმებზე. შემდეგ ვითხოვე წავეყვანეთ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ტანზანიურ საკურორტო კუნძულზე. იქ ჩამაფრინეს საპრეზიდენტო თვითმფრინავით, დამატარებდნენ მრავალმანქანიანი ესკორტით, რომლის გასავლელადაც კეტავდნენ გზებს და მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, მაინც შევძელი საერთო სურათის დანახვა. ველოდი ბრწყინვალების ხილვას და ვნახე ეს ბრწყინვალება, კედლებით შემოღობილი უმაგრესი სასტუმროები. ამ კედლებს შიგნით იყო ფუფუნება, კარგი სმა-ჭამა, რა მაგარი გოგოები! გრიალი, ყველაფერი, რასაც ადამიანი ისურვებს, მაგრამ ამ კედლების მიღმა იყო ნამდვილი ზანზიბარი, დამშეული, გაუბედურებული, გაძვალტყავებული, მოსახლეობით, რომელიც ცხოვრებას გვერდიდან აკვირდება, ზეიმს, რომელიც მათი არაა. ზუსტად ასეა ყველა რეგიონში. აშენდა ივანიშვილის რეზიდენციებში არაბული ქალაქები და რუსული კვარტლები, რომელთა შიგნით არნახული აყვავებაა, მაგრამ გარეთ არის ამ ყველაფრის მიღმა დარჩენილი ქართველი ხალხი, რომლის თავზეც ამ ახალი გაბრწყინებული კვარტლების მკვიდრი რუსები ხანდახან გადმოდგებიან და მოისაქმებენ ხოლმე. ღარიბაშვილმა ნუნუკას აჩუქა ტყე, რომელიც ჩემს ბავშვობაში ყველასი იყო.

ქართველები, რომელთაც ახრჩობთ ფასები, რომლებიც ვერ უწევენ კონკურენციას ახლად შექმნილ რუსულ ბიზნესებს, რომელთათვისაც მაგალითად იმავე ბათუმში და თბილისში ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება, ბინების და ცხოვრების წარმოუდგენელი გაზრდილი ღირებულების გამო ქართველები, მათი შვილები სრულიად დაუცველი არიან და მათ აღარ აქვთ განათლების მიღების საშუალება. როგორ უნდა გაძლოს ბათუმში 100 დოლარად მარტოხელა პენსიონერმა? შვილები, რომლებიც თქვენ გააჩინეთ საქართველოში საცხოვრებლად და ისინი გადაიქცნენ ზანზიბარის აბორიგენულ უქონელ მოსახლეობად, რომელთა ოცნება უცხოეთში წასვლაა.

ახლა კი მინდა ვკითხო ქოცებს: ჩვენში დარჩეს და ამ პირობებში, როცა უკვე თქვენც აღიარებთ, რომ ჩემი დროინდელი ცოცხის და კარანტინის კადრები დადგმული იყო. არის თუ არა დღეს თქვენი უკანალი აშკარად უფრო ნაკლებად დაცული ვიდრე იყო 2012 წლამდე? თუ ძმა ხართ, ყურში ჩამჩურჩულეთ, არ გაგიბაზრებო! შორს რომ არ წავიდე მაგალითისთვის, ბოლო დღეებში განწირულად გაყვირის თავისი ვაჟის გაუპატიურების ტრაგიკულ ფაქტზე ძირძველი ქოცური ოჯახი. ამ ოჯახში ცოლი, რომელიც აშკარად ქურდული გაგების მატარებელია და თავის დროზე ვარდების რევოლუციამ ჩაუკეტა ჯარის ხარჯზე ფულის კეთების საშუალება და დასვა ხელფასზე, ხოლო ქმარი მაღალ თანამდებობაზე იყო და ჩვენს დროს დაიჭირეს კორუფციისთვის.

ეს ხალხი იდგა ქოცურ აქციებზე დადგმული ციხის კადრების შემდეგ, დარბოდა ცოცხებით და ახლა კი მოგონილი ცოცხის ნაცვლად აღმოაჩინეს საჯდომში გარჭობილი ნამდვილი ქოცური თითები და მაინც ჯიუტად გაჰკივიან ნაცური რეჟიმიო.

ისევე როგორც ივანიშვილმა დაარღვია თავდაპირველი ქოცური კონტრაქტი, რომ ის მხოლოდ ნაციონალების შეავიწროებდა და დაიჭერდა, ახლა კი დაერია ძირძველ ქოცებს! გარდა ამისა, ვიღაც ლაწირაკი პოლიციელები ქუჩებში მასობრივად აჩერებენ ახალგაზრდებს, ჩხრეკენ, მობილურს უსქროლავენ და ზოგიერთი კუკიაზეც აჰყავთ. ნაშოვნ ფულს თავის გარემოცვას ჭორვილელი აღარ არგებს და არეკეტებს…

ამავე დროს, მე მაქვს ძალიან კარგი ამბავი, მომხდარა ძირეული გარდასახვა ხალხის ცნობიერებაში. თუ აქამდე ბევრი არ იმჩნევდა ოლიგარქის თავნებობას, ამ უკანასკნელს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა, ახლა ყველაფერი პირიქითაა: ყველა ჩადენილი საზიზღრობა, მათ შორის დიდი ხნის წინანდელი დანაშაულები უკან შეუბრუნდა და ახლა ხელში უფეთქდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადრე ხალხს ჰქონდა გაუმჯობესების იმედი, რომელიც ახლა ბოლომდე გადაწურულია, მაგრამ ამის გარდა არის მთავარი ფაქტორი, მე რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე გენეტიკური ტესტი, იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, დავინტერესდი, რომელმაც მთლიანად დაადასტურა ჩემი ქართველობა, მაგრამ ეს არ არის ჩმორობა და აქ არასდროს ყოფილა მონობა და არასოდეს ისტორიაში საქართველო არ ყოფილა ერთი ოჯახის საკუთრება, ის, რაც ბაგრატიონებმაც კი ვერ შეძლეს, რანაირად უნდა მოახერხონ ივანიშვილებმა.

2003 წელს მე შვეიცარიული საზოგადოება არ ჩამიბარებია, ჩავიბარე კრიმინალი, იყო საყოველთაოდ გაბატონებული კორუფცია, რაც ითვლებოდა ნორმად. უიმედობა იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, იქნებოდა შეცდომებიც და გადაცდომებიც, მაგრამ ნებისმიერ ფაქტებზე დაფუძნებული შედარება იმ 9 წლის და ამ 14 წლის იმხელა კონტრასტს აჩვენებს, რომ ყველაზე ბოლო იდიოტიც თუ არ იმჩნევს, მაგრამ გულში მაინც ხედავს და ამიტომ არის, რომ ბევრს გაუჩნდა 2012 წელთან დაკავშირებული სინანული. ჩვენ არავისგან ბოდიშს არ ვითხოვთ, იმისთვის, რაც ვერ დაინახეს და შეეშალათ მაშინ, ისედაც ნანობენ ჩვეულებრივი, საღი ადამიანები, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პარალელების გავლება 2012 წლამდე სიტუაციის. ხსენება მარტივი კითხვების დასმით ვცხოვრობდით თუ არა 2012 წელს უფრო კარგად ვიდრე 2003-ში და ცხოვრობთ თუ არა 2026 წელს უკეთესად უკეთესად უფრო დაცულია თუ არა თქვენი შვილები, უფრო კარგად გრძნობს თავს კრიმინალი, უფრო ნაკლებია თუ არა კორუფცია, უფრო გაკმაყოფილებთ თუ არა ფასები ვიდრე 2012 წელს. ეს იმისთვის კი არაა საჭირო, რომ ბოდიშები იხადოთ, გლოვა და სინანული აჩვენოთ, არამედ იმისთვის, რომ მომავალშიც არ დაუშვათ შეცდომა, ვინაიდან როგორც კლასიკოსმა დაგვიბარა, „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლის!“ ხოლო ვინც ვერ ხედავს ცხოვრების ჩოგბურთს კორტზე გამოსული, რომ მისი თავისკენ ტენისის ბურთი კი არა, რკინის ჩოგანი მოფრინავს! და ბურთის ნაცვლად თავში ეცემა. ჯიუტად იძახის, ზემოთ არ აიხედოთო, ვინც ჯიუტად იძახის ქოცი და ნაცი ერთია და ივანიშვილი არაა რუსეთის კაციო, ან ისევ ეშლება თავში რკინის ჩოგანი, ხვდება თუ ჩოგბურთის ბურთი, ვისაც ლაზიკა, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პარლამენტის გადატანა ქუთაისში მიშას ახირებები და სათამაშოები ეგონა და არა გრძელვადიანი განვითარების სტაბილურობის და გეოპოლიტიკური დაცულობის გასაღები.

რომელსაც თავში ჩოგანი მოხვდა, დღემდე ამტკიცებს, რომ ბურთი იყო საზამთრო. სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ „უსამართლო სისტემაა“ ზუსტად რა პრინციპით მუშაობს და ზუსტად იმ ჩოგანივით ვერ ამოიცნობენ და დაინახავენ საიდან შეაცურეს გაყალბებული ოქმი. ამასობაში კი ამბიციური იმბეცილები უამრავ ახალ პარტიას ქმნიან, რომელიც არაფერია თუ არა კუტოკები და ამას ივანიშვილის ადვოკატი გააკეთებს, რომლის შემთხვევაში დღესავით ნათელია ყველაფერი, თუ ყიფიანია ოპოზიციონერი ყველაფერი ზუსტად დიქტატურის დაკვეთის შესრულებაა, რომ საზოგადოება კუტოკებად დაიყოს, რომ „არც მიშა, არც ბიძინა“ ნიშნავს ივანიშვილს!

ამათ, როგორც ჩანს, მთელი სერიოზულობით სჯერათ, რომ როცა ძველ პარტიებს აკრძალავენ, მათ ადგილას ახლად დარეგისტრირებული პარტიები დაიკავებენ და რომ მე ციხეში დავრჩები ან რაზეც ბევრი ოცნებობს, ისევ საზღვარგარეთ გამიშვებენ და ვინმე ყიფიანი ან ქიბროწაშვილი გახდება ახალი მიშა და ადგილს დაიკავებს თავისი კუტოკით! ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი ვერ ისწავლის! მაგრამ აქ პარტიული ან სხვა ამბიციური იმბეცილი კუტოკების საკითხი არ დგას! მხოლოდ ივანიშვილი არ არის ის ტერორისტი, რომელსაც გატაცებული ჰყავს ჩვენი ქვეყნის თვითმფრინავი მგზავრებით და ბომბი აქვს ჩართული ტაიმერით, თვითონ კი ვარაუდობს გალა აფეთქების წინ პარაშუტით გადახტომას, ამ დროს კი ბოლო მომენტში ამ თვითმფრინავს ავახტი მეც და ვაპირებ ან მგზავრებთან ერთად გადარჩენას ან ერთად დაღუპვას. როგორც ჰარისონ ფორდი შეახტა ტერორისტების გატაცებულ თვითმფრინავს ჰოლივუდის ცნობილ ფილმში, შევახტი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ტერორისტების გეგმა და ჩემს თავზე ავიღე მისია ამ საჰაერო ხომალდის გადარჩენის და მისი მშვიდობიანი დასმის უსაფრთხო აეროპორტში და თვითმფრინავის ტარება რომ ვიცი, მგონი გახსოვთ. ბევრი აღიარებს, რომ ქვეყნის მართვაც ვიცი. ივანიშვილმა უკვე გვაქცია რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად, უკვე განაიარაღა ჩვენი ჯარი. დაგვაკარგვინა ყველა მოკავშირე და გადაგვკიდა ყველა მეზობელს – საქართველო გადაქცეულია უცხო სხეულად, ტროას ცხენად, კავკასიაში და მთელ რეგიონში იმ პირობებში, როცა აზერბაიჯანი ბოლომდე გაემიჯნა რუსეთს, სომხეთიც აღარ არის რუსეთის ვასალი.

დღესავით ნათელია, თუ რა არის დღეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში, სადაც ამოქმედდა ხელოვნური ინტელექტი. ეს ტექნოლოგიები აქვს დასავლეთს და არა რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ნგრევის საშუალებები აქვს განვითარებული, ეს ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის სიტუაციას, რომელსაც ჰქონდა საუკეთესო რაკეტები, მაგრამ ისეთი ავტომობილის გამოშვება ვერ შეძლო ბოლომდე, რომელიც ზამთარში დაიქოქებოდა.

ჩვენი ტექნოლოგიური გარღვევა – ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი, რომელიც უნდა გამხდარიყო ხელოვნური ინტელექტის ჰაბი და რომელსაც რუსებმა და ივანიშვილმა ეგრევე მოხურეს.

რუსეთის პოზიციები მთელ მსოფლიოში შესუსტებულია, ევროპას ვეღარაფერს უხერხებს და პრაქტიკულად გააერთიანა საკუთარი თავის წინააღმდეგ. აფრიკაში პოზიციები დასუსტდა „ვაგნერის“ მოსპობის შემდეგ, შუა აზიაში პულსი აღარ ესინჯება. სირია და უნგრეთი დაკარგა, მოლდოვაში წააგო ომი და ადგილს არის ორივე ხელით ჩაბღაუჭებული – უკრაინა და საქართველო. ახალი კონფიგურაციების ცენტრშია აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა კორიდორი FRIPP. რუსეთს დარჩა ერთადერთი შანსი საცობის შესაქმნელად და სწორედ ამაშია ივანიშვილის რუსული მზაკვრული გეგმა. გახსნას აფხაზეთის რკინიგზა, რომლითაც დაუკავშირდება ირანს, მოახდენს სომხეთზე კონტროლის აღდგენას და ტრამპის მიქექილი ირანის გაცოცხლებას. შემთხვევითი არაა, რომ ირანის მზე ფუთფუთებს აქ 500%-ით გაზრდილი ბიზნესებით. მის იმპორტზე დამოკიდებულება კატასტროფულად იზრდება ყოველ დღეს. წარმოიდგინეთ, საქართველო ეკონომიკურად დაკიდეს ორ მთავარ მტერზე, რუსეთზე და ირანზე და ირანიც გადასულია მუქარაზე, ხოლო თუ რა მოხდება რუსეთზე დამოკიდებულების შედეგად, ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2005-2008 წლებში სრული ბლექაუთის და ჩვენი ექსპორტის დაბლოკვის სახით. გუშინ იგივე მოხდა. აგერ ირანიც გააქტიურდა და ქეთევან დედოფალი ჩვენ არ გვიწამებია, ეს თქვენი მოგონილიაო, სრულად ეპასუხება წულუკიანს, ანწუხელიძე რუსების კი არა, სააკაშვილის PR-ის მსხვერპლიაო. ამასვე ემსახურება გეორგიევსკის ტრაქტატზე ქოცების ჩახვეული „პლასტინკა“.

ყველაფერი, ივანიშვილის მზაკვრული გეგმისთვის შემზადება, აგერ კობახიძემ ერეკლეობაზე თელავში პირდაპირ დააანონსა ეს გეგმა, რომელსაც ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ჩათლახური კაპიტულაციისა. ჩათლახური, არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჯერ პროპაგანდისტული შემზადების გეგმა გამოუგზავნეს და ახლა უჯიკებენ, საქმეზე გადადი – ანუ ეს ღალატია და არა მხოლოდ ქართველი ხალხის და მისი ისტორიული მისიის, არამედ მთელი რეგიონი ხდება საოცარი შემობრუნება, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ლაგდებიან და გაჩნდა ისტორიული შანსი მთელი რეგიონი გათავისუფლდეს საუკუნოვანი იმპერიული კლანჭებისგან და ამ დროს ყველაფერი ეს შეიძლება დასამარდეს საქართველოს ტროას ცხენად ქცეული ხელით, რაც ნიშნავს ისევ რუსეთ-ირანის გაძლიერებას და ჩვენს ამ ორ შორის გაყოფას, როცა აზერბაიჯანს გადასცემენ ირანს, საქართველოს და სომხეთს, ორივეს, რუსეთი გაიყოფს. მოკლედ, მთელი ამათი „მშვიდობის“ პოლიტიკა ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის ჩმორის პოზიციის ჩაბეტონებას. ამას მოგვყიდიან ეკონომიკურ სარგებლად და გარანტიად უსაფრთხოების, თუმცა როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ისტორია გვასწავლის, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გარანტიაა დესტაბილიზაციის; რომ რუსეთს როცა დასჭირდება მაშინ დაგვადებს ემბარგოს, თუნდაც თავის საზიანოდ. ისევე როგორც ეს გააკეთა გუშინ, ამათი ყველანაირი კუდის ქიცინის მიუხედავად. ეს მოხდა 2005-2006 წლებში, რის შემდეგაც მთლიანად მოვიშორეთ მოსკოვისგან ეკონომიკური უღელი, რაც ივანიშვილმა ხელახლა დაგვადგა.

რუსეთს თან ახლავს სხვა საფრთხეებიც, ჩვენი კულტურის განადგურება, როცა რუბიო პირიქით, მოუწოდებს დასავლური ტიპის კულტურებს იდივიდუალიზმისკენ. ეგ ჩვენ გვეგონა, რომ შაქრო მალადოი, გეგ უსოიანი, ვიღაცა თბილისკი, ვიღაცა ქუთაისკი და სოხუმსკი ქართული მოვლენები იყო, სინამდვილეში კი ისინი რუსეთიდან შემოტანილი კრიმინალური სუბკულტურის ნაწილებია, კრიმინალურ დონებს წყდება ყველაფერი რუსებთანაც და ივანიშვილთანაც. შემთხვევითი არაა, რომ ციხიდან ფეიქრიშვილების მიერ გამოგზავნილი წერილები რუსული სლენგით არის დახუნძლული „ სპასიბა ბრატ, იმენა ხოდზე ვარ და შენი იმედი მაქვს არ დამაპაშოლო იცოდე“. ივანიშვილიც ხომ ასეთი ენით საუბრობს, თვითონაც ამას პირველად ვამბობ, მაგრამ სულხან აბაშიძის დათანხმება, რომ არ გაეხსნა ცეცხლი ქუჩაში გამოსული ხალხისთვის, ბოლო ეტაპზე მოხდა მთავარი რუსული კრიმინალური ავტორიტეტის, სევვა მაგიალევიჩის უშუალო ჩარევით. ის მაშინ ბარსელონიდან იყო ასლანთან კავშირზე და მას დაეკონტაქტა დანიელი ბიზნესმენი ნილსენი, რომელიც ფლობდა ტერმინალს ბათუმში, მანამდე არც ამერიკის და არც თურქეთის დელეგაციები არ გაჭრა. ასევე პირველად ვამბობ, რომ რუსეთის მაშინდელი საგარეო მინისტრი, იგორ ივანოვი, რომელიც ახმეტაში გაიზარდა, დახმარების სანაცვლოდ გვთხოვდა დაკავებული ოზურგეთელი ქურდის, მეტსახელად „ჩაის“ გაშვებას.

არც ისაა შემთხვევითი, რომ ფარცხალაძე-რომანოვი სწორედ რუსეთიდან უკვეთავდა თბილისში მკვლელობებს და ისიც ფაქტია, რომ რაც შეეხება 2007 წლის ნოემბრის აქციების ბოლოს, ისინი რუსული კრიმინალური მენტალობის მქონე არკადი პატარკაციშვილის გარდა დაორგანიზებული იყო ერევანში ФСБ-ს გამოგზავნილი Дед Хасан-ის და სხვა კანონიერი ქურდების მიერ. რა თქმა უნდა, ფარცხალაძის სახელობის პროკურატურას ეს სახელები არ აინტერესებს, თუმცა სულ მალე ახალი პროკურატურა აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ რატომ გაინტერესებთ ეს ფაქტები, ამას ვამბობ პროკურორის მაგიდასთან მომსხდარი მოქალაქეების გასაგონად, ანუ, რუსეთის ექსპანსიონისტური პრინციპია დესტაბილიზაციის შენარჩუნება, როგორც კონტროლის მექანიზმის მაგალითად, ჯერ გაგახსნევინებს აფხაზეთის რკინიგზას და როცა მოეწადინება მაგ რკინიგზაზე დივერსიას მოაწყობს და იქით დაგაბრალებს, რომ შენ თვითონ ქენი ის, იმიტომ რომ ტერორისტებს იფარავ მთებში და მერე ჯარიც შემოაგრიხინოს… ძალიან გასაგებია, რატომ ჩაიშალა და ჩაიშლება პორტის პროექტი, რატომ არ ვითარდება ფოთი და ყულევი და ყველაფერი, რაც შავი ზღვის კომპლექტის შექმნას შეუშლის ხელს.

ახლა ერთი წუთით ყურადღება! მოდი გადავახვიოთ უკან, რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო 2012 წლის 1 ოქტომბერი. მაშ ასე, ვახვევთ უკან. 2012 წლის 30 სექტემბერს, ქოცები ვერ იქნებოდა, ვერ იგებენ, მე 1 წელში აღარ ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ჩემს კურსს აგრძელებს ახალი ქალაქი ლაზიკა და ლაზიკის პორტი, რაც ბევრად აღემატება სანაცვლოდ შემოგდებულ ანაკლიის პორტის მაინც ვერ განხორციელებულ პროექტს. ზუსტად ეს არის კვანძი საქართველოს უსაფრთხოების ახალი, მყარი არქიტექტურის უსაფრთხოების ახალი, მყარი არქიტექტურის ასაგებად. იქნებოდა ბალტიის-შავი ზღვის ეკონომიკური პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირი, რომლის შექმნა კრაკოვის სამიტზე დავაანონსეთ მე, კაჩინსკიმ, იუშჩენკომ, ადამკუსმა და სხვა ლიდერებმა. ეს კავშირი მოტივაციას აძლევს დასავლეთს სხვადასხვა ტიპის დახმარების გაწევის.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელი ხვალ გადაეღობება რუსულ ტანკებს. ამ საქმეს იკისრებს ჩვენი სამხედრო ალიანსი თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სულ მალე სომხეთთან. ასევე პოლონეთთან და უკრაინასთან და ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ჩინეთს თავისი სტრატეგიული მარშრუტების გათვალისწინებით არავითარ შემთხვევაში არ აწყობს, რომ რუსეთმა გადაყლაპოს კავკასია. ასევე გზაჯვარედინად ყოფნაა ჩვენი ნამდვილი ისტორიული ოცნება და ამ ოცნებაშია რეალიზებული ქართული იდენტობა, ქართველების ის იდეა, რომ ჩვენ ცივილიზაციური მნიშვნელობის როლი გვაქვს, რომ ჩვენ შევქმენით „ვეფხისტყაოსანი“, გელათის კედლები, რომ ჩვენ სულ ახლახან ვიყავით მსოფლიოს №1 რეფორმატორი და დემოკრატიის შუქურა, სადაც არ უნდა წახვიდე ამ ქვეყანაში – სვანეთში თუ ხევსურეთში, თუ ქუთაისში, ყველა ეროვნული ძეგლის ამბავშია ჩაქსოვილი იდეა, რომ ეს იყო სამყაროების გადაკვეთის წერტილი და აქ, ამ გადაკვეთაში ქმნიდა ის რაღაც უნიკალური ეპოქიდან დაწყებული და საცივით და საწებლით დამთავრებული ეს ნარატივი ცივილიზაციური და არა გუბერნიული. ნიკოფსიიდან დაბრუნებამდე, თერგის და არაგვის ქვეყანა რუსეთს და ჭორვილელ უნიათო დიქტატორს უნდათ შავ ხვრელად, დაგუბებულ გუბედ, გეოპოლიტიკურ ჩმორად, რომელზეც სამყარომ ხელი ჩაიქნია.

ბრიუსელმა და ვაშინგტონმა რომ ხელი ჩაიქნიეს მაგაზეც არაა ლაპარაკი, ანკარა, ბაქო და ერევანიც, რომ მტრად მიგიჩნევს, ახლა ეგ გვაქვს საგლოვი.

ამის შებრუნება ჭორვილაში გამოკეტილ უნიათო დიქტატორს რომც მოუნდეს, მაინც ვერ შეძლებს. დამისახელეთ თუნდაც ერთი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ივანიშვილთან კარგად არის. ალიევმა ცოტა ხნის წინ სცადა დამეგობრება, ოჯახშიც კი ეწვია და მერე ჭორვილელმა გააკეთა ის, რაც ყველაზე კარგად ეხერხება – ყველაფერში გადააგდო და ისევ დაძაბა ურთიერთობები.

უკაცრავად, რომ ჩემს თავზე მიხდება ლაპარაკი, მაგრამ ახლა შემადარეთ მე, რომელიც უკვე, 15 წელია აღარ ვარ პრეზიდენტი და მაინც ბევრი მსოფლიო მოღვაწე, მათ შორის მოქმედი სახელმწიფო ლიდერები მეგობრად მიმიჩნევენ და აქტიურად ინტერესდებიან ჩემი ბედით. ამაზე უნიათო დიქტატორი, რომელსაც არ ესმის თუ რატომ არავინ აღიარებს, მიუხედავად მისი მილიარდებისა და სრულიად უქონელი დატყვევებულ სააკაშვილს რატომ არ ივიწყებენ დღემდე, უფრო მეტიც, მიჭერს ბორკილს და მიგონებს ახალ-ახალ სასჯელებს და ზოგჯერ ახალ ხალხსაც ამიტომ იჭერს, რომ მერე მათი თავისუფლებით ივაჭროს და მე კი ჩამტოვოს ციხეში.

ამიტომ მე გეუბნებით, რომ როგორც ამის შესაძლებლობა გაჩნდება, და ჩემი ღრმა რწმენით ეს შესაძლებლობა გაჩნდება ძალიან მალე, მე მზად ვარ სრულიად ახალი ახალგაზრდული გუნდით ეს ქვეყანა უსწრაფესად წამოვაყენო ფეხზე და თანამედროვე ტემპების გათვალისწინებით 5-6 წელიწადში ვაქციოთ კავკასიის შვეიცარიად და ახალ სინგაპურად. თქვენ კი იცით, რომ პირადი გამორჩენა საერთოდ არასდროს მაღელვებდა. მე უბრალოდ ვარ ისეთი ამბიციური, როგორიც უნდა იყოს ქართველი, ისეთივე ჯიუტი და მებრძოლი, როგორიც უნდა იყოს ქართველი და ისეთივე ბოლომდე წამსვლელი, როგორიც უნდა იყოს ქართველი. მე ვარ ის ჯარისკაცი, რომელიც ჯერ იბრძვის რამდენიც შეუძლია და შემდეგ აგრძელებს ბრძოლას, რამდენიც საჭიროა და აქედან, ამ დარბაზიდან კიდევ ერთხელ შევძახოთ: რაც არ უნდა მიწაზე გვათრიოთ, ციხეებში გაგვიშვათ, ცილი დაგვწამოთ, მოგვწამლოთ, ყველაფერი წაგვართვათ, მაინც ვერ დაგვაჩმორეთ და აწი მით უმეტეს არაფერი გამოგივათ, საქართველო გახდება მსოფლიოს მასშტაბის წარმატებული მოთამაშე და ამჯერად ამ გზიდან ვეღარ გადაგვიყვანთ და ჩამოგვაცილებთ, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქართული გზა, დიდება საქართველოს!

ივანიშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ქართველები რომ ევროპაში დადიან, ძალიან ცუდია, რომ ვინაიდან მერე აქაც ყველაფერი იგივე უნდებათ, ჩემი პოლიტიკა კი ზუსტად ეს იყო, აქ შეგვექმნა ევროპაზე უკეთესი ცხოვრება, სწორედ ამიტომ ვაშენებდით და ვქმნიდით წყალტუბოში ახალ ბადენ-ბადენს, მაგრამ უკეთესს, თეთნულდზე ახალ სენტ მორიცს, მაგრამ უკეთესს. ამერიკულ ტექნოლოგიურს, ბევრ ამერიკულ უნივერსიტეტზე უკეთესს. მგონი ყველა დამეთანხმება, რომ ბათუმი არაფრითაა ნაკლები ბევრ ევროპულ საზღვაო ქალაქებზე. და მთელ შავიზღვისპირეთში, სტამბოლის გარდა, სხვა ასეთი ქალაქი არაა, ვამბობ ამას, როგორც ოდესის გუბერნატორიც. ჩემი ხედვა, ამითაც განსხვავდება იმ უნიათო ჭორვილელი დიქტატორის ხედვისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე, როგორც ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იტყობინება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები