ირაკლი კირცხალია: ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი გაიზრდება, რაც პოზიტიურად აისახება მოქალაქეებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ, რომ დღეს არსებული ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდა მოხდეს.

როგორც კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი.

„ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, ვამუშავებთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის ჭრილში დღეს არსებული ზღვარი, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, გაიზარდოს ეს ზღვარი. ძალიან აქტიურად მიდის ამაზე მუშაობა, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები