ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნინოწმინდის მერიის ცნობით, პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, პროგრამის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და მათთვის შესაძლებლობის მიცემა, თავად განსაზღვრონ ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილის გამოყენების პრიორიტეტები.
პროექტების წარდგენა შეუძლიათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან ფაქტობრივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.
შერჩეული პროექტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეები კენჭისყრის გზით მიიღებენ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები