2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და ა.შ.
„გაერთიანებული სამეფო ლიდერობს ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე ინვესტიციების მკვეთრი მატებაა იაპონიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.
პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, შემდეგ მოდის უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები“, – აღნიშულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

