პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით არის დაკავებული, ხოლო სააკაშვილის დედას თავს ესხმიან, რაც ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდია.

„ათობით კილომეტრი გაიარა შვილის ციხეში მოსანახულებლად. სხვათა შორის, სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ფული დახარჯა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის გვირგვინის შესაძენად“, – წერს  სოციალურ ქსელში ბრეიზა და განაგრძობ:.

„რატომ ესხმიან თავს სააკაშვილის დედას? ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდი, რომელსაც „რასია ტვ“-სა და Kurwizja-ზე იყენებენ პოლიტიკური ოპონენტის წამების მიზნით. გარდა ამისა, იმ სოფლებში, სადაც „იმედის“ მაუწყებლობა ვრცელდება, ქართველები მუდმივად ანტიდასავლური პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, სადაც მთავარი მტერი სააკაშვილია“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები