გარდაბნის მუნიციპაპიტეტში, გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას 7 ადამიანის, მათ შორის ორი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი მძიმედ არის დაშავებული. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ცნობით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტოსატრანსოპორტო საშუალება ხეს შეეჯახა, ორ ნაწილად გაიყო და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის დროს ავტომობილში 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა, საიდანაც 7 ადგილზევე დაიღუპა. დაღუპულები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

