„გამოქვეყნდა ფასების სტატისტიკა. წლიურმა ინფლაციამ კიდევ უფრო მოიმატა. მიუხედავად ამისა, არ ანებებს თავს საქსტატი თაღლითობას და უნდა შეალამაზოს სურსათზე ფასების ზრდის ცუდი სურათი, თანაც ე. წ. კომისიას გაუგოროს კოჭი. თურმე ზედიზედ სამი თვეა ისეთ სასაქონლო ჯგუფში, როგორიცაა რძე, ყველი და კვერცხი, ფასები მცირდება. თებერვალში 1 პროცენტით, მარტში 3,5 პროცენტით, აპრილში 1,5 პროცენტით.
ვინმეს სადმე შეგხვედრიათ გაიაფებული რძე და ყველი? კვერცხზე არაფერს ვამბობ, იმდენად დასაცინი სიტყვა გახდა იგი „ოცნებისათვის“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

