მსოფლიოში გამოწვევად რჩება მიგრაციიული პრობლემები. ამ მხრივ არც საქართველო არის გამონაკლისი და ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ტექნოლიგიური, ასევე ინფრასტრქტურული განვითარების კუთხით.
„2025 წელს მიღებულმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა განხორციელებული, ძალიან ეფექტური გახადა მიგრაცის წინააღმდეგ ბრძოლა და ამის დასტურია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალია გაძევებული ქვეყნიდან, რაც 2024 წლის სტატისტიკასთან შედარებით 207 პროცენტით არის მომატებული. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3 500-დან 4 000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა გელაძემ.

