[ვიდეო] თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ქ. ბრალდებულის სახით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები