საქართველოში გერმანიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბარბარა ფოსმა ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ივნისში ამოეწურა.
გერმანიის საელჩო ბარბარა ფოსის ბიოგრაფიას აქვეყნებს:
2023-2026 – გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
2019-2023 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2015-2019 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
2012-2015 – გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
2009-2012 – გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
2006-2009 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
2005-2006 – მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
1996-2005 – გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაერო-ში, ნიუ იორკში/აშშ;
1992-1996 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი;
1986-1992 – სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

