ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამძვრალაში მინი სტადიონი გაიხსნა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ ჩამძვრალაში, მინი სტადიონის გახსნას დაესწრნენ.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის გადადაწყვეტილებით, დაიგეგმა და განხორციელდა ახალი სტადიონის მოწყობა სოფელ ჩამძვრალაში.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 96 555 ლარს შეადგრნს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები