Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

BBC – რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა, 27 300-ზე მეტი ჯარისკაცი  კი, ბრძოლების დაწყებიდან მეორე წელს დაიღუპა, – იტყობინება BBC დამოუკიდებელ მედია ჯგუფ „მედიაზონასა“ და BBC-ის რუსულ რედაქციაზე დაყრდნობით.

როგორც BBC წერს – 50 000 – რუსეთის ოფიციოზის მიერ დადასტურებულ დაღუპულთა რაოდენობაზე 8-ჯერ უფრო მაღალი მონაცემებია, თუმცა რეალურად დაღუპული რუსების რიცხვი გაცილებით მაღალია. აღნიშნულ 50 000-ში არ შედიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მოკლული მილიციელები, და თუკი მათი რაოდენობაც დაემატება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

თავად უკრაინა იშვიათად აქვეყნებს მათი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ცნობებს. თებერვალში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთლიანობაში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის შეფასებით, უკრაინული მხარის დანაკარგი გაცილებით მეტია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები