Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს კალმის ერთი მოსმით შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს და აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში „ამერიკის ფესტივალი 2024“-ის ღონისძიებაზე, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს, ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სტივ ბენონი, ტაკერ კარლსონი, მეტ გეტცი და სენატორი ტედ კრუზი.

„პირველივე დღიდან, ჩემი კალმის ერთი მოსმით, შევაჩერებთ ამ ტრანსგენდერულ სიგიჟეს. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აკრძალავს ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობას.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი. ძალიან რთულად არ ჟღერს, არა?“ – აღნიშნა ტრამპმა.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები